თინა ბოკუჩავა - მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულ საბოტაჟს ახორციელებდა, ევროინტეგრაციის და ამ კონკრეტულ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღების, ჩვენ ყოველთვის ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მიზანმიმართულ საბოტაჟს ახორციელებდა, ქვეყნის ევროინტეგრაციის და ამ კონკრეტულ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღების, ჩვენ ყოველთვის ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ყველა ლიდერი ამბობდა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სტატუსის მიღების შემდეგ ბევრი რეფორმა იქნება განსახორციელებელი, რომელიც „ოლიგარქიული მმართველობის, ივანიშვილის რეჟიმში ვერ და არ იქნება“.

„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მიზანმიმართულ საბოტაჟს ახორციელებდა, ქვეყნის ევროინტეგრაციის და ამ კონკრეტულ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღებისა, ჩვენ ყოველთვის ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი. ეს გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ყველა ლიდერი ამბობდა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ნამდვილად იმედი გვქონდა და გვაქვს დღესაც, როდესაც სულ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი ევროკომისიის გადაწყვეტილება.

მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საბოლოო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც დეკემბერში იქნება. ქართველი ხალხის ხმა იქნებოდა უფრო ძლიერი, ხმამაღალი და სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებით ევროკავშირი მისცემს საქართველოს ამ შესაძლებლობას, რომ ამ ისტორიულ მომენტში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უნდა განვახორციელოთ ბევრი რეფორმა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკების პროცესი. ყველას კარგად ესმის, რომ ამის გაკეთების პოლიტიკური ნება ოლიგარქიული მმართველობის, ივანიშვილის რეჟიმში ვერ და არ იქნება. ამიტომ, რა თქმა უნდა, შემდეგ ეს ვალდებულებები და რეფორმები ისევ ჩვენი განსახორციელებელია. მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დემოკრატიული, პროდასავლური მთავრობა ძალიან დიდი წარმატებით გაივლის ამ გზას ქართველ ხალხთან ერთად”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება