ურსულა ფონ დერ ლაიენი - ეს ნამდვილად აღსანიშნავი დღეა საქართველოსთვის - ეს ხაზს უსვამს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად

პირველ რიგში, ეს ნამდვილად არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის,- ამის შესახებ ვროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხაზს უსვამს იმ შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად.

„პირველ რიგში, ეს ნამდვილად არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მიენიჭა ქვეყანას. ხშირად, როდესაც ვანიჭებთ, ან ვუწევთ რეკომენდაციას ამ სტატუსის მინიჭებას, ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი. ეს დეტალურად არის გაწერილი რეკომენდაციებში. ეს ნამდვილად უზარმაზარი ნაბიჯია საქართველოსთვის, ასევე, ეს ხაზს უსვამს იმ შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად“,- აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება