ევროკომისიის ანგარიში - საქართველოში რეფორმების პროცესი უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობით, ღრმა პოლარიზაციითა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობით ფერხდება

რაც შეეხება პოლიტიკურ კრიტერიუმებს, ზოგადად, საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური წყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს საქართველოს გარკვეული დონით მომზადებას შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის ხელშემწყობი რეფორმებისთვის. მიუხედავად ამისა, რეფორმის პროცესი უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობით, ღრმა პოლარიზაციით, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობითა და ეროვნული ინტერესების ძირითად საკითხებზე კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევებით ფერხდება, - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, პარტიებს შორის დაძაბულობამ მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან შეზღუდულმა კონსულტაციამ იმოქმედა გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და განხორციელებაზე.

„პარლამენტი ხელმძღვანელობდა ძალისხმევას კომისიის დასკვნაში გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის გადასაჭრელად და 2022 წლის ივლისში, დასკვნის გამოქვეყნებიდან მალევე, მან შექმნა სამუშაო ჯგუფები აუცილებელი რეფორმების განსახილველად. პარლამენტში არსებითი მრავალპარტიული მუშაობა შეფერხდა ოპოზიციის შეზღუდული ინკლუზიურობით (მმართველი პარტიის მიერ) კანონმდებლობის შემუშავებისას, ასევე ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებული ბოიკოტით. მიუხედავად ამისა, იყო მრავალპარტიული თანამშრომლობისა და კენჭისყრების კარგი მაგალითები, მათ შორის ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც მიღებულ იქნა 2022 წლის ნოემბერში საპარლამენტო ზედამხედველობის დონის ზომიერად გაზრდის მიზნით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ევროკომისიის შეფასებით, პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი გადამწყვეტი კანონები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, თუმცა, საერთო ჯამში, შეზღუდული კონსულტაციებით და ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის არა საფუძვლიანი ანალიზით.

„2023 წლის მეორე და მესამე კვარტალში პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი გადამწყვეტი კანონები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საერთო ჯამში, შეზღუდული კონსულტაციებით და ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის არა საფუძვლიანი ანალიზით. იმის გამო, რომ 12 პრიორიტეტზე მუშაობის უმეტესი ნაწილი პარლამენტს დარჩა, რეფორმების პროცესის დაჩქარებისა და კარგი მმართველობის გასაძლიერებლად სამთავრობო ქმედებებმა გამოიწვია შეზღუდული პროგრესი ზოგიერთ რეფორმაზე და გარკვეული პროგრესი ზოგიერთთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ვეტო დაადო რამდენიმე კანონს, რომელიც, მისი შეფასებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ეწინააღმდეგებოდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით