ოლივერ ვარჰეი თამაზ გინტურის მკვლელობაზე - უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რათა დადგინდეს დამნაშავეები - ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ დადგინდეს დამნაშავეები, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ინციდენტი „შემაშფოთებელია“.

„ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რასაც ადგილი ჰქონდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი ინფორმაციაა, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო ხელისუფლება აკონტროლებს, ამგვარი ინციდენტი მოხდა. უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ დადგინდეს დამნაშავეები, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას“,- აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება