კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის - ახლა, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ წინ წავიწიეთ, მივიყვანოთ საქმე ბოლომდე

საქართველო ევროკავშირის წევრობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის განცხადებით, ევროკომისიის დადებითი შეფასება ადასტურებს, რომ ევროპელი მეგობრები საქართველოს ადგილს ევროპულ ოჯახში ხედავენ.

კოალიცია ინფორმაციის სანდოობის წევრი ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, ევროკომისიის პასუხი, არის დასტური იმისა, რომ კომისია ხედავს და აფასებს საქართველოს მოქალაქეების ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი.

“ევროპულ ოჯახში დაბრუნება საკმაოდ რთული გზა აღმოჩნდა თაობებისთვის, ამ გზას თან ახლდა მრავალი გამოწვევა, წარმატება თუმარცხი. ამ გზაზე ხშირი იყო აზრთა სხვადასხვაობა, ურთიერთბრალდება და დაპირისპირება, მიუხედავად ამისა, საქართველოს მოქალაქეებს არასოდეს შეუწყვეტიათ სვლა დასახული მიზნისკენ. მიღებული სტატუსი ამ ბრძოლის შედეგია და ეს დღე ეკუთვნის ხალხს.“ - აცხადებს დოლიძე, რომლიც განმარტავს, რომ დღეიდან საქართველომ აქტიურად უნდა იმუშაოს ყველა იმ საკითხის გაუმჯობესებაზე, რომელიც ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით მისცა ქვეყანას: „ახლა არის რეფორმების დრო, ახლა საქმის ბოლომდე მიყვანაა საჭირო.“

ქმედითი ნაბიჯების გადადგმასა და ერთიან ძალისხმევაზე ამახვილებს ყურადღებას კოალიციის კიდევ ერთი წევრი ორგანიზაციის, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი, მისი თქმით, ეს დღე უნდა იქცეს ახალი ათვლის წერტილად იმ გასატარებელი სამუშაოებისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობით უნდა დაგვირგვინდეს. მისივე განმარტებით, რეფორმების თვალსაზრისით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას, შესაბამისად, სამუშაოც მეტი აქვს.

„ვიზიარებთ ჩვენი მეგობრების, უკრაინისა და მოლდოვას სიხარულს ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე. ეს დიდი დღეა ჩვენი უკრაინელი და მოლდოველი პარტნიორებისთვის. ჩვენ ხშირად განვიხილებოდით სამეულად, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს ბევრად მეტი აქვს გასაკეთებელი ევროკავშირის წევრობისთვის, ამიტომ უნდა დავაჩქაროთ რეფორმების პროცესი და ისევ გავხდეთ ამ სამეულის ლიდერი. ყველა მხარემ პოლიტიკური ბრალდებების ნაცვლად, აქტიურად უნდა იმუშაოს იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომელიც საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო,“ - აცხადებს მელაშვილი.

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის აერთიანებს 17 საზოგადოებრივ ორგანიზაციას. კოალიციის ფეისბუქ გვერდია: https://www.facebook.com/infointegritycoalition

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება