პრემიერი - რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი შეიძლება ნაწილობრივ არის შესრულებული, მაგრამ ეს არის ბუნებრივი, ჩვეულებრივი პროცესი - ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს

რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი შეიძლება ნაწილობრივ არის შესრულებული, მაგრამ ეს არის ბუნებრივი, ჩვეულებრივი პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, ხელისუფლება „ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს“.

„რაც შეეხება რეკომენდაციებს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, ისევე, როგორც ჩვენ კოორდინაცია გვქონდა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი შეიძლება ნაწილობრივ არის შესრულებული, მაგრამ ეს არის ბუნებრივი, ჩვეულებრივი პროცესი, რომელსაც ჩვენ მივყვებით და ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, თუ რას უპასუხებს ოპონენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ კანდიდატის სტატუსს ქართველი ხალხი იმსახურებს, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ ხელისუფლება „ყველაფერს ხალხისთვის აკეთებს“.

“თუ რაიმეს ვაკეთებთ ჩვენ და რაიმეს აკეთებს მთავრობა, ხელისუფლება, ჩვენი ხალხისთვის ვაკეთებთ - თქვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ძალიან უსუსური მცდელობაა იმისა, რომ რამენაირად დააკნინონ ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღწეული შედეგი და მუშაობა, რომელსაც ბოლო 11 წელია, ვატარებთ. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი ხალხის ნებას, ჩვენ ჩვენი ხალხის სახელით და ჩვენი ხალხისთვის ვმოქმედებთ. ასე, რომ ჩემი პასუხი მარტივია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება