პრემიერი - მჯერა, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი გადაწყვეტილება, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს - შეიძლება ითქვას, სხვა რეალობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა

ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი დღე დამსახურებულად მივიღეთ - მე მჯერა, რომ დეკემბერში დღევანდელი გადაწყვეტილება საბოლოოდ გაფორმდება, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა, თუ პროვოკაციებისა, დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ხალხმა, სიმართლემ გაიმარჯვა.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ხელისუფლება ევროპელ კოლეგებთან მუდმივ დიალოგსა და მჭიდრო კოორდინაციას გააგრძელებს.

„მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებებისა, შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებებისა, ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა დღეს, ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა დღეს. გაიმარჯვა სიმართლემ და კიდევ ერთხელ, მე გულითადად გილოცავთ ყველას დღევანდელ აღიარებას.

თქვენ გახსოვთ, შარშან საკმაოდ გულდაწყვეტილი ვიყავით, ვინაიდან, საქართველომ ვერ მიიღო მაშინ კანდიდატის სტატუსი. ეს იყო ჩვენთვის ერთგვარი დამაბრკოლებელი და გულდასაწყვეტი ფაქტი, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივიღეთ დამსახურებულად დღევანდელი დღე. მე მჯერა, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი გადაწყვეტილება, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. შეიძლება ითქვას, რომ სხვა რეალობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა. ეს არის უდავოდ ძალიან ძლიერი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება