საქართველოს სახალხო დამცველი ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროპა ჩვენთვის არის ადგილი, სადაც ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და პატივი შეუფასებელია, ადგილი, სადაც მმართველობა რეალურად დემოკრატიულია, ხოლო კანონი უზენაესია და საყოველთაო.

„გილოცავთ, დღეს ევროკომისიამ მოგვცა ისტორიული შანსი დავუახლოვდეთ ევროპულ ოჯახს.

ევროპა ჩვენთვის არის ადგილი, სადაც ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და პატივი შეუფასებელია, ადგილი, სადაც მმართველობა რეალურად დემოკრატიულია, ხოლო კანონი უზენაესია და საყოველთაო.

მინდა დიდი ილიას სიტყვები მოვიშველიო - „ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი იცვლება, მიდის წინ და მოაქვს განახლება ყოველისფერისა“.

გილოცავთ განახლების ეპოქაში შესვლის პირველ ნაბიჯს და იმედს გამოვთქვამ, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო გაითვალისწინებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას და საქართველო სტატუსს მიიღებს. შემდეგ კი ახალი გამოწვევებისა და ცვლილებებისთვის მოვემზადოთ“,- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება