ევროკავშირის ელჩი - ახლა უკვე ორი სამიზნე გექნებათ - პირველი - თავად საქართველო, რომელმაც რეფორმების გატარება უნდა გააგრძელოს ან თუნდაც დააჩქაროს ისინი და ჩვენ ცხრა ნაბიჯი გვაქვს, რომელიც ევროკომისიამ გამოავლინა

ახლა დეკემბერს უნდა დაველოდოთ, რომ ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭიროს მხარი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“ახლა დეკემბერს უნდა დაველოდოთ, რომ ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭიროს მხარი. ეს 5 კვირა სრულიად გადამწყვეტი იქნება, რათა დავრწმუნდეთ, რომ 15 დეკემბერს ევროკავშირის ყოველი წევრი ეთანხმება ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას.

შემდეგ ორი სამიზნე გექნებათ. პირველი - თავად საქართველო, რომელმაც რეფორმების გატარება უნდა გააგრძელოს ან თუნდაც დააჩქაროს ისინი, და ჩვენ ცხრა ნაბიჯი გვაქვს, რომელიც ევროკომისიამ გამოავლინა. და მეორე მხრივ - თავად ევროკავშირი, ამჟამად 27 წევრი ქვეყანა, რომლებმაც მომზადება უნდა დაიწყონ რამდენიმე ან, შესაძლოა, ათი ახალი წევრის მისაღებად.

რამდენ ხანს დაიკავებს ეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები - ვნახავთ, მაგრამ გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ორივე მხრივ ვიმოძრაობთ იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია, რათა არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ საქართველოს ევროკავშირში სრული წევრობაც აღვნიშნოთ,“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება