ირაკლი ღარიბაშვილი - მე პირადად არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან, არც ოპოზიციასთან, არავითარი საქმე არ მაქვს მათთან - ყველამ აკეთოს თავისი საქმე, ოპოზიციას ვუსურვებ დიდხანს დასვენებას

მე პირადად არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან, არც ოპოზიციასთან, მე არავითარი საქმე არ მაქვს მათთან - ყველამ აკეთოს თავისი საქმე, ოპოზიციას ვუსურვებ დიდხანს დასვენებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებიათ.

„მე პირადად არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან, არც ოპოზიციასთან. მე არავითარი საქმე არ მაქვს მათთან. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. გასაგებია ახლა იგივე ქალბატონი პრეზიდენტის მოტივაციაც და ჩვენი ხელმოცარული ოპოზიციის მოტივაციაც. როგორც ჩანს, მათ ბოლო პერიოდის განმავლობაში გაიგეს, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა და პოზიტიური რეკომენდაცია იქნებოდა, რომელიც დღეს დადასტურდა, ამიტომ ეს იყო მათი მხრიდან უსუსური მცდელობა, რომ რაიმენაირად ბოლო კვირებში მაინც ჩართულიყვნენ ამ პროცესში და რაღაცა ქულა მაინც წაეღოთ.

მე მინდა ხაზგასმით და მკაფიოდ განვაცხადო, არც პრეზიდენტს, სამწუხაროდ, არც ოპოზიციას არაფერი გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. არც შარშან, არც შარშან წინ და არც ბოლო 10 წლის განმავლობაში. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა, რაიმე ხელშესახები შედეგი მოუტანა ჩვენს ხალხს, ეს არის „ქართლი ოცნება“.

პრეზიდენტს აქვს თავისი როლი, საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოვალეობანი. მე მინდა ყველამ კარგად გაიაზროს თავისი კონსტიტუციური უფლებამოვალეობანი, როგორც პრეზიდენტმა, ასევე პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტმა და ყველამ. მე ვიცი ჩემი უფლებამოვალეობანი და რა თქმა უნდა, მივყვები კონსტიტუციას და ჩვენს მთავარ კანონს. ვიცავ და ვასრულებ პირნათლად. ვემსახურები ჩვენს ქვეყანას. ასევე მოვუწოდებდი პრეზიდენტს და ყველას კარგად ჩაიხედონ საკუთარ უფლებამოვალეობებში და გაერკვნენ. მე არ მსურს პრეზიდენტთან რაიმე პოლემიკაში შესვლა. პრეზიდენტს თავისი ფუნქცია აქვს განსაზღვრული, მთავრობას თავისი, პარლამენტს თავისი, ასე რომ ყველას ჩვენი საქმე გვაქვს. ყველამ აკეთოს თავისი საქმე - ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია ყველასთვის. ოპოზიციას ვუსურვებ დიდხანს დასვენებას,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება