პაატა დავითაია - ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა დაადგა ევროპულ გზას, რომლიდანაც გადახვევა უკვე შეუძლებელია

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, არის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება და უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაიას განცხადებით, ხელისუფლებამ პოლიტიკურ სპექტრთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად აქტიურად უნდა იმუშაოს და შეასრულოს რეკომენდაციები.

„ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მყარი გარანტია მომავალში. ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა დაადგა ევროპულ გზას, რომლიდანაც გადახვევა უკვე შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი ქვეყნისთვის ევროკავშირში ინტეგრაციით დასრულდება.

ხელისუფლებამ პოლიტიკურ სპექტრთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად აქტიურად უნდა იმუშაოს და შეასრულოს ის რეკომენდაციები, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი.

მოხარული ვარ, რომ ამ დიდ და ისტორიულ გადაწყვეტილებაში ჩვენი პოლიტიკური პარტიის წვლილიც არის. „ევროპელი დემოკრატები“ ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობდით ევროკომისიის წარმომადგენლებთან, რაც მომავალშიც გაგრძელდება”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება