ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტთან” დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტთან” დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის განხორციელების ეტაპების, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის, შრომითი ურთიერთობები მართვის პროცედურების, გარემოსდაცვით და სოციალურ ვალდებულებათა გეგმის შესახებ და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

„შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მასშტაბური პროექტის ფარგლებში შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილია 807 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე სადრენაჟე სისტემის სრული რეაბილიტაცია და წყალსატუმბი მექანიზმების მოწყობა. პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება არხების გამტარუნარიანობა და სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკის და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება