ევროკომისია - საქართველომ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებმაც შეიძლება შეაფერხოს ან შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაწილეობა პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში

სტრუქტურირებული ჩართულობა და დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან ყველა დონეზე, მათ შორის მთავრობასთან, რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საჭიროებს შემდგომ გაძლიერებას იმის უზრუნველყოფად, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შეძლონ ეფექტურად და არსებითად ჩაერთონ პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში , - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის იმ ნაწილშია აღნიშნული, სადაც შეფასებულია ის, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას.

რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ეხება, კერძოდ იმას, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოება ყველა დონეზე ჩართული უნდა იყოს, ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 12 პრიორიტეტზე მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეეძლოთ დასწრებოდნენ შეხვედრებს და კითხვები დაესვათ სახალხო დამცველის კანდიდატებისთვის.

ასევე, ევროკომისია აღნიშნავს, რომ მარტში პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების“ რეესტრის შექმნას ითვალისწინებდა, რომელიც მოგვიანებით გაიწვია დიდი პროტესტის შედეგად.

ივლისსა და სექტემბერში მმართველმა პარტიამ გამართა ინკლუზიური კონფერენციები 12 პრიორიტეტის განხორციელების შესახებ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა განეახლებინა კონსტრუქციული ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

„სტრუქტურირებული ჩართულობა და დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან ყველა დონეზე, მათ შორის მთავრობასთან, რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საჭიროებს შემდგომ გაძლიერებას იმის უზრუნველყოფად, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შეძლონ ეფექტურად და არსებითად ჩაერთონ პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქართველომ ასევე თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებმაც შეიძლება შეაფერხოს ან შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაწილეობა ასეთ პროცესებში“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება