ევროკომისია - გაწეულ უნდა იქნას უფრო ძლიერი ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემო

გაწეულ უნდა იქნას უფრო ძლიერი ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტური და დამოუკიდებელია მედია გარემო, - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.

რეკომენდაციების თანახმად, მედია მფლობელების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს, ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის საქმეები კი დროულად უნდა იქნას გამოძიებული.

„მედია მფლობელების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს და წარმოებული უნდა იქნას მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება ჟურნალისტების უსაფრთხოების წინააღმდეგ არსებული საფრთხის შემთხვევებში. პრეზიდენტის შეწყალების გზით პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტმა კი მიიღო კანონი მაუწყებლის შესახებ. თუმცა საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რათა უზრუნველყოს მედია რეგულატორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ეფექტური დამოუკიდებლობა და მიაღწიოს ნდობას მედია სექტორში“ , - ნათქვამია ანგარიშში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება