პაველ ჰერჩინსკი - დეზინფორმაციის უმეტესი ნაწილი გარედან მოდის, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი უცნაური შეთქმულების თეორიები, პროპაგანდა საქართველოს შიგნით მეორდება და ძლიერდება -  ეს უნდა შეწყდეს

საქართველოში დეზინფორმაციის უმეტესი ნაწილი გარედან მოდის, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი უცნაური შეთქმულების თეორიები და პროპაგანდა საქართველოს შიგნით მეორდება და ძლიერდება. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“როგორც ყველამ ვიცით, გეოპოლიტიკური კონტექსტი უაღრესად რთულია. უკრაინაში აგრესიული ომი მიმდინარეობს, რუსეთის მიერ უკრაინაში სასტიკი, არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრა გრძელდება. ასევე არის ნარატივების ბრძოლა, არის დეზინფორმაცია, არის ჰიბრიდული ომი ყველგან - ასევე, აქ, საქართველოში. მისი უმეტესი ნაწილი გარედან მოდის, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი უცნაური შეთქმულების თეორიები და პროპაგანდა საქართველოს შიგნით მეორდება და ძლიერდება. ეს უნდა შეწყდეს.

მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ ფაქტს, რომ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციით საქართველომ უნდა გადადგას, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნომერ ერთი ნაბიჯია. ბრძოლა დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასთან და ჩარევასთან ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა, ეს ჩვენი საერთო მიზანია, მარტივი რამ არ არის გასაკეთებლად და ალბათ შეუძლებელი იქნება ამ მავნე დეზინფორმაციის ხუთ კვირაში შეჩერება, მაგრამ ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ და სიმართლის მხარეს დავრჩეთ.

ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ღია ვართ. დღეს ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა წევრ სახელმწიფოებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ყველანი ერთი მიზნისთვის უნდა ვმუშაობდეთ - რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი გახდეს იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს