ევროკომისია - უნდა გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა მათ შორის ძალადობის განმახორციელებლებისა და წამქეზებლების პასუხისგებაში უფრო ეფექტურად მიცემის გზით

უნდა გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა მათ შორის ძალადობის განმახორციელებლებისა და წამქეზებლების პასუხისგებაში უფრო ეფექტურად მიცემის გზით, - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.

რეკომენდაციების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ წინ უნდა წაიყვანოს გამოძიება, 2021 წლის „პრაიდის“ დროს მომხდარი ძალადობის წამქეზებლების წინააღმდეგ.

„ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია იქნა მიღებული, სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს კომენტარები ყველა მოწყვლადი ჯგუფის დაცვის გასაძლიერებლად. ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი მომზადებულ იქნა სამოქალაქო საზოგადოების კონსულტაციით და ამოქმედდა 2023 წლის პირველ ნოემბერს. 2023 წლის „პრაიდის“ მთავარი ღონისძიება გაუქმდა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების მიერ ფესტივალის ჩაშლის გამო. 2023 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში“ ცვლილებათა პაკეტი წინასწარი კონსულტაციების გარეშე. სამოქალაქო საზოგადოებამ და სახალხო დამცველმა გამოთქვეს შეშფოთება კანონთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა კი მას ვეტო დაადო. საქართველოს ხელისუფლებამ წინ უნდა წაიყვანოს გამოძიება 2021 წლის „პრაიდის“ ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის წამქეზებლების წინააღმდეგ. საქართველომ უნდა დაასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა, საკონსულტაციო პროცესის შემდეგ, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური და უნდა დაიწყოს ამ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია“, - ნათქვამია ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს