„დიდგორი 2023-ის“  მიმდინარეობას სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები გაეცნენ

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2023“ მიმდინარეობას სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები გაეცნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და დავით სუჯაშვილმა, ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სწავლებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს კრწანისში უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმრები სწავლების ფორმირებულ გენერალური შტაბის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და სიმულაციური სცენარის განვითარების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ოფიციალური პირები სწავლების უწყებათშორის ოპერატიულ ცენტრშიც იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეთა მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

„უწყებათშორისი სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებასა და ურთიერთქმედების დახვეწას.

„დიდგორი 2023-ში“ 18 სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები არიან ჩართული. ეროვნული დონის სწავლება „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება