ევროკავშირის ელჩი - უკიდურესად მნიშვნელოვანია, ევროკომისიის ანგარიში ძალიან დეტალურად იქნას გაანალიზებული და საქართველოს ხელმძღვანელობამ იმოქმედოს - ყველა ამ ნაბიჯზე ქმედებაა საჭირო

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ანგარიში ძალიან დეტალურად იქნას გაანალიზებული და საქართველოს ხელმძღვანელობამ ამ რეკომენდაციებზე იმოქმედოს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ “ინტერპრესნიუსის” მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

“გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა ევროკომისიის მიერ, არის ყოვლისმომცველი და ძალიან დეტალური დოკუმენტი. 136 გვერდი ინგლისურ ენაზე ძალიან დეტალურად. 30 თავში აღწერენ, რა პროგრესს მიაღწია საქართველომ და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერში, რა ნაწილები უნდა შემოიღოს საქართველომ, რათა ევროკავშირს დაუახლოვდეს.

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ანგარიში ძალიან დეტალურად იქნას გაანალიზებული და საქართველოს ხელმძღვანელობამ ამ დეტალურ, ხანდახან ძალიან ტექნიკურ, რეკომენდაციებზე იმოქმედოს.

უფრო დიდ სურათში - ევროკომისიამ ცხრა ნაბიჯი დასახა, რომლებშიც საქართველოს პროგრესის ნახვა გვსურს. ამ ნაბიჯებიდან ზოგიერთი იდენტურია ან ძალიან მსგავსია 12 პრიორიტეტთან, რომლებზეც პროგრესი იყო, მაგრამ მეტი პროგრესია საჭირო. სხვა ნაბიჯები ახალია. შეხედეთ პირველ ნაბიჯს - დეზინფორმაციასთან ბრძოლა, განსაკუთრებით დეზინფორმაციას, რომელიც ევროკავშირს უმიზნებს. ასევე სხვა ნაბიჯი - თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე ფოკუსირება. ყველა ამ ნაბიჯზე ქმედებაა საჭირო და ჩვენ, როგორც ევროკავშირი, მზად ვართ ჩვენს ქართველ კოლეგებს დავეხმაროთ მაქსიმალურად შესაძლო პროგრესის მიღწევაში ყველა ამ ნაბიჯზე და ყველა დეტალურად აღწერილ, ტექნიკურ რეკომენდაციაზე, რომლებიც გაფართოების შესახებ ანგარიშშია მოყვანილი”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება