ირაკლი ღარიბაშვილი - შეძლებისდაგვარად, ჩვენ მაქსიმალურად ვუერთდებით, ვიზიარებთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ვუერთდებით -  რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესები არ დაზიანდეს

ძალიან მარტივად აგიხსნით, რაც მე პირადად არაერთხელ, საგარეო საქმეთა მინისტრს და ჩვენს კოლეგებს პარლამენტიდან აუხსნიათ ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის. საკითხი მდგომარეობს შემდეგში. ჩვენს ქვეყანას გააჩნია საკუთარი ეროვნული ინტერესები, სამწუხაროდ, ისევ ვუბრუნდები ოკუპაციის საკითხს და მოგეხსენებათ, არაღიარების პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი, გაცხადებული პრიორიტეტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის. ვითვალისწინებთ რა, ამ არაღიარების პოლიტიკას და მის შესაძლო მძიმე შედეგებს, ვხელმძღვანელობთ ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არის საკითხები, რომელთა გაუმჯობესება შეიძლება.

„ჩვენ ამის თაობაზე არაერთხელ გვითქვამს, განგვიმარტავს, გვიმუშავია ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან. მათი დიდი ნაწილი სრულად გაზიარებული იქნა. მათ ესმით ამ საკითხის სენსიტიურობა და სპეციფიურობა.

არის საკითხები, რომელთა გაუმჯობესება შეიძლება, ჩვენ ეს გაუმჯობესება ძალიან მოკლე პერიოდში შევძელით და ეს მიერთების პროცენტი გავზარდეთ 43%-მდე.

სამწუხაროდ, საჯაროდ ბევრის თქმის საშუალება არ მეძლევა, მთელ რიგ შემთხვევებში ეს ეხება ჩვენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

მთლიანობაში - მე ასეთი ფორმულირება მინდა გავაკეთო, შეძლებისდაგვარად ჩვენ მაქსიმალურად ვუერთდებით, ვიზიარებთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ვუერთდებით, რეზოლუციები იქნება თუ განცხადებები და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესები არ დაზიანდეს და კიდევ ვიმეორებ, რომ რაიმე სახით, რაიმე ფორმით, არ შეექმნას საფრთხე არაღიარების პოლიტიკას ოკუპირებული ტერიტორიების და ა.შ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება