ევროკომისია - საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი

მომავალი წლის განმავლობაში საქართველომ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი, თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში, -ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ პოლიტიკური დიალოგის წარმართვა ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირის განცხადებებთან შესაბამისობაში, მონაწილეობა უნდა მიიღონ ევროკავშირის ქმედებებში და გამოიყენონ შეთანხმებული სანქციები და შემზღუდავი ზომები.

„საქართველო ამ მიმართულებით ზომიერად არის მომზადებული. საანგარიშო პერიოდში მიღწეულია შეზღუდული პროგრესი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის პოზიციებს საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში. საქართველო არ შეუერთდა შემაკავებელ ზომებს (სანქციებს) რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მიმართ და ამ საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციებს. თუმცა, საქართველო ძალიან მჭიდროდ და პროაქტიულად თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლით პრევენციის მიზნით. საქართველომ განაგრძო მონაწილეობა ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებში და ოპერაციებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ფარგლებში.

მნიშვნელოვანი დამატებითი ძალისხმევაა საჭირო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში დაახლოების გასაზრდელად, კერძოდ, ევროკავშირისა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციებსა და შემაკავებელ ზომებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.

მომავალი წლის განმავლობაში საქართველომ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი, თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში; გააგრძელოს ძალისხმევა ჰიბრიდული/კიბერ მდგრადობის გასაზრდელად, გააგრძელოს იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ტერიტორია ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები არ იქნან გამოყენებული ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლისთვის, განსაკუთრებით რუსეთთან და ბელარუსთან მიმართებაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის