დიმიტრი ხუნდაძე - რაც გვეკუთვნოდა ერთი წლის წინ მივიღეთ დღეს

ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემას ქართველ ხალხს ულოცავს „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.

როგორც ხუნდაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, იყო მოლოდინი, რომ ევროპა ამჯერად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„გილოცავთ თითოეულ ქართველს! ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. ის, რაც გვეკუთვნოდა ერთი წლის წინ, მივიღეთ დღეს.

გვჯეროდა, რომ ევროპა ამჯერად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა. ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის წევრობა - ევროპისკენ სავალი გზა რეალურად ჩვენ დავიწყეთ და ჩვენვე მივიყვანთ ბოლომდე", - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ბოლო ერთი წელი რთული და გამოწვევებით სავსე იყო საქართველოსთვის.

„რთული, შრომატევადი და ბრძოლით სავსე იყო ეს ერთი წელი. განსაკუთრებით რთულია დიდი მიზნისთვის ბრძოლა, როდესაც შენსავე სამშობლოში ოპოზიციის წარმომადგენლები გებრძვიან და ებრძვიან სახელმწიფოს. ესეც გადავლახეთ, სამართლიან ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

რაც შეეხება მოთხოვნებს, ჩვენ არ გვიჭირს მოთხოვნების შესრულება, ოღონდ, ეს უნდა შედიოდეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებში. ევროპული ოჯახის წევრობა ღირებულია მაშინ, როდესაც ინარჩუნებ საკუთარს და იღებ მათგან საუკეთესოს. ასე მოვედით დღემდე და მომავალშიც ასე განვაგრძობთ", - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება