კახა კალაძე - ურყევია ქართველი ხალხის ნება - საერთო ღირებულებების დაცვით, ქართული, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი - მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი

ურყევია ქართველი ხალხის ნება - საერთო ღირებულებების დაცვით, ქართული, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კალაძის თქმით, პარტია "ქართულმა ოცნებამ" უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე.

როგორც კალაძე წერს, მმართველი გუნდი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდეს.

„საქართველოს ევროპული მომავალი ურყევია! ურყევია ქართველი ხალხის ნება - საერთო ღირებულებების დაცვით, ქართული, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მმართველი პოლიტიკური გუნდის, საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

პარტია "ქართულმა ოცნებამ" უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე, იქნება ეს გატარებული რეფორმები თუ იმ არაერთი გამოწვევის დაძლევა, რასაც ადგილი ჰქონდა და აქვს მიზანმიმართულად.

ოპოზიციის მხრიდან მუდმივი ხელის შეშლის, საბოტაჟის, პროცესებში მონაწილეობაზე უარის თქმის, პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობის მიუხედავად, "ქართული ოცნება" ერთგულია თავისი პრინციპების და არასდროს გადაუხვევს ქართველი ხალხის ნებას და ჩვენს მთავარ მიზანს.

უდავოა, საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესში მიაღწია დიდ პროგრესს და ამის აღიარება, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელია.

მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას, რომელმაც რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

მადლობას ვუხდით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გასწია.

ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც კეთილსინდისიერად, პროფესიულად ემსახურება ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებას ევროინტეგრაციის კუთხით.

მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი!“,- წერს კალაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება