ადვოკატთა ასოციაციაში ახლად გაწევრიანებულმა 200-მდე ადვოკატმა პროფესიული ფიცი დადო

ადვოკატთა ასოციაციას კიდევ 200-მდე ახალი წევრი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებულებმა ადვოკატის ფიცი სიმბოლურად, სწორედ ქართული ადვოკატურის დღეს, 8 ნოემბერს დადეს.

მათივე ცნობით, ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია ადვოკატთა ასოციაციის ახალ შენობაში გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნთან ერთად პირველად გაჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ახალ წევრებს ადვოკატის პროფესიაში შესვლა მიულოცა და ფიცის დადების დამადასტურებელი სერტიფიკატები და ადვოკატის მოწმობები გადასცა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება