რობერტა მეცოლა - გაფართოებული ევროკავშირი უფრო ძლიერ ევროკავშირს ნიშნავს - ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას

გაფართოებული ევროკავშირი უფრო ძლიერ ევროკავშირს ნიშნავს, ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს.

“გაფართოებული ევროკავშირი უფრო ძლიერ ევროკავშირს ნიშნავს.

ევროპარლამენტი მიესალმება იმ ქვეყნების პროგრესს, რომლების ევროკავშირში წევრობისკენ მიისწრაფვიან.

ევროკომისიის დღევანდელმა რეკომენდაციებმა განახლებული იმედი და ნათელი ევროპული გზა მისცა მილიონობით ხალხს თავისუფლებით, მშვიდობითა და სტაბილურობით სავსე მომავლისკენ.

მოხარული ვარ, რომ უკრაინა და მოლდოვა კარგ გზაზე იმყოფებიან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად.

ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას და ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მას შემდეგ, რაც მოთხოვნები შესრულდება”,-წერს მეცოლა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება