თეონა აქუბარდია - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნამდვილი მეგობრები გასაჭირში მყოფ მეგობრებს არ ტოვებენ - როცა პრემიერი ამბობს: „მადლობა ამერიკას”, გულწრფელად მიხარია და იმედი მაქვს, დეკემბრის ბოლომდე მაინც გაყვებათ სამადლობელი სიტყვები

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნამდვილი მეგობრები გასაჭირში მყოფ მეგობრებს არ ტოვებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის” გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემას გამოეხმაურა.

თეონა აქუბარდიას თქმით, ეს არის ქვეყნის მეგობრების დამსახურება ევროკავშირში, რადგან მათ საქართველოს ხელი არ გაუშვეს.

„გულწრფელად ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ გადაწყვეტილებას, რადგან კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველი ხალხის დამსახურება, რასაც ხაზი გაუსვა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ხალხი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ არ გვექნებოდა ეს შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნამდვილი მეგობრები გასაჭირში მყოფ მეგობრებს არ ტოვებენ. ეს არის ჩვენი მეგობრების დამსახურება ევროკავშირში, რომ საქართველოს ხელი არ გაუშვეს. დაგვპირდნენ კიდეც და დგანან საქართველოსთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ 12 რეკომენდაცია არ არის სრულფასოვნად შესრულებული, საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა არ არის საკმარისი. დეზინფორმაციასთან ბრძოლა და არჩევნებთან დაკავშირებით ახალი დავალებაა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ამასთან, თეონა აქუბარდიას თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილება ხელისუფლების დამსახურება რომ არ არის, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ კიდევ 9 დამატებითი წინაპირობა აქვს ქვეყანას შესასრულებელი.

„ჩვენ გვითხრეს, რომ ხალხის და ჩვენ ვამბობთ, რომ ხალხის დამსახურებაა. ხელისუფლების დამსახურება რომ არ არის, ამიტომ გვაქვს კიდევ 9 დამატებითი წინაპირობა. „მეორე ფრონტი“, „გლობალური ომის“ პარტია - ათასგვარ სისულელეს გეუბნებოდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ დასავლეთ საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა და ამერიკა აქ არჩევნებში ერეოდა, მაგრამ დღეს მე მოვისმინე პრემიერისგან მადლობა აშშ-ზე, რომ ის შეხვდა სალივანს. როგორც ჩანს, დარწმუნდა ირაკლი ღარიბაშვილი, რომ ამერიკა აქ გადატრიალებას და რევოლუციას არ გეგმავს. პრემიერი დღეს რომ ამბობს, რომ „მადლობა ამერიკას“, მე გულწრფელად მიხარია და იმედი მაქვს, რომ დეკემბრის ბოლომდე მაინც გაჰყვებათ ეს სამადლობელი სიტყვები და აღარ იქნება ის პროპაგანდა და დეზინფორმაცია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის