ევროპარლამენტარები - ისტორიული მიღწევისთვის დამსახურება ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ხალხსა და ზოგიერთ ქართველ პოლიტიკურ ლიდერს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს

ისტორიული მიღწევისთვის დამსახურება ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ხალხსა და ზოგიერთ ქართველ პოლიტიკურ ლიდერს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს. ამის შესახებ 8 ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებაში არის ნათქვამი.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ არის ერთი ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობამდე და ვითარების მონიტორინგს გააგრძელებენ.

“საქართველო ევროპაა და ქართველები ევროპელები არიან. ეს ფაქტი ევროკომისიის მიერ მის ყოველწლიურ გაფართოების ანგარიშში კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული. ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოს პირობებით მიეცეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. საქართველოს მთავრობის ნების არ ქონის მიუხედავად, გაეტარებინა ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაცია, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ევროკავშირს დაუახლოვოს, ქართველი ხალხის, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკური ლიდერის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, და საქართველოს ბევრი საჯარო მოხელის სურვილმა დაამტკიცა, რომ მათი ევროპულობა უფრო ძლიერი და უფრო გამძლეა. მათ, და მხოლოდ მათ, ეკუთვნით დამსახურება ამ ისტორიული მიღწევისთვის.

ჯერ კიდევ არის ერთი ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობამდე. ვაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს და ბევრს ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ევროკომისიისა და ევროპარლამენტის მიერ გამოხატული მხარდაჭერა 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში იქნება ასახული”, - წერია განცხადებაში.

აღნიშნული განცხადების ხელმომწერები არიან ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩიუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, მიხაეილ გალერი, მარკეტა გრეგოროვა, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი და სვენ მიქსერი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება