ბესიკ ამირანაშვილი - მინდა, თითოეულ ქართველს მოგილოცოთ ისტორიული დღე, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროსაბჭოს მიეცა რეკომენდაცია, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. მინდა, თითოეულ ქართველს და ამ ქვეყნის პატრიოტს მოგილოცოთ, ეს მართლაც და, ისტორიული დღე. დღე, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია, - ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა.

სახელმწიფო რწმუნებული ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროსაბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მიეცა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე საქართველოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებაა.

"ჩვენი, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის სურვილი, საერთო ეროვნული მისწრაფება, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, დღეს კიდევ უფრო მეტად ხელშესახები გახდა და ეს ჩვენი ერთობლივი მიღწევაა. ევროკომისიის ანგარიში პოზიტიური გზავნილებით არის სავსე და დადებითად აფასებს საქართველოს გაწეულ სამუშაოს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რაც ჩვენი ხელისუფლების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სამთავრობო გუნდს, პარლამენტს, სახელისუფლებო პარტიასა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა აღნიშნული შედეგის მისაღწევად. ეს შედეგი კი ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის რეალური წევრობისკენ მიმავალი გზის დასაწყისია. სიმბოლურიცაა, რომ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნება, სწორედ ილია ჭავჭავაძის, საქართველოს თავისუფლებისა და თანამედროვე სახელმწიფოებრიობის უდიდესი გულშემატკივრის, დაბადების დღეს დაემთხვა. საქართველოს ადგილი ევროპაშია და ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის მომავალი წევრია, ეს დღეს ევროკომისიის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა", - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა, რომლის კომენტარსაც სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება