ანა წითლიძე - ვიქნები ყველგან, სადაც იქნება დღევანდელი დღის ზეიმი და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი - მინდა, მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს წინ გადადგმული ნაბიჯი, ასევე, უკრაინელებს და მოლდოველებს

მიუხედავად იმისა, რომ "რუსულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ქართველი ხალხის ნება მაინც გაითვალისწინეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ ორბელიანების სასახლესთან, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე ქართველი ხალხის დამსახურებაა.

"მე ვიქნები ყველგან, სადაც იქნება დღევანდელი დღის ზეიმი და სადაც იდგება საკითხი, რასაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია. მე მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე, მინდა მივულოცო უკრაინელებს და მოლდოველებს.

საქართველოს მოქალაქეების თავგანწირულმა ბრძოლამ დაიმსახურა და მოიტანა ის, რომ დადებითი რეკომენდაცია გაიცა კანდიდატის სტატუსზე. ერთადერთი, რის გამოც ქვეყანამ მიიღო დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე - ეს არის მოქალაქეების თავგანწირული ბრძოლა, მათ შორის, 7-8 მარტის მოვლენების დროს ბრძოლა და ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ "რუსულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ქართველი ხალხის ნება მაინც გაითვალისწინეს და ჩვენ უნდა გვესმოდეს ასევე, რომ დადებითი რეკომენდაცია არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დეკემბერში და ამაზე იქნება მეტწილად დამოკიდებული როგორ გაგრძელდება ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა", - განაცხადა წითლიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება