აშშ-ის ელჩი - გვიყვარს საქართველო და ევროკავშირი, ამიტომ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი, ეს ყველასთვის დიდი დღეა - ჩვენთვის, ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის

მინდა მივულოცო ევროკავშირს, იმ გაწეული შრომისთვის, რომლითაც გაფართოების პროცესში მხარი დაუჭირა საქართველოს - ევროკავშირმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა და ძალიან ბევრი იმუშავა, რათა ეს მომხდარიყო,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგენმა ორბელიანების სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირთან, პრეზიდენტთან, მთავრობასთან და ხალხთან ერთად გააგრძელებს მუშაობს, რათა მოხდეს საქართველოს ხალხის სრული პოტენციალის გამჟღავნება ევროკავშირში წევრობისას.

„დიდი მადლობა, პრეზიდენტო, დიდი მადლობა ელჩო, საქართველო. ამერიკის შეერთებული შტატები ნამდვილად გიგზავნით ყველაზე გულწრფელ და თბილ მოლოცვებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს მიღწევა ნამდვილად მნიშვნელოვანია. მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოს სტატუსზე, თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც გადაიდგა ევროკავშირის მიმართულებით და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

მინდა მივულოცო ევროკავშირს, იმ გაწეული შრომისთვის, რომლითაც გაფართოების პროცესში მხარი დაუჭირა საქართველოს. ევროკავშირმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა და ძალიან ბევრი იმუშავა, რათა ეს მომხდარიყო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირთან, პრეზიდენტთან და მთავრობასთან, ხალხთან ერთად განაგრძობს მუშაობს, რათა მოხდეს საქართველოს ხალხის სრული პოტენციალის გამჟღავნება ევროკავშირში წევრობისას.

პრეზიდენტმა ისაუბრა იმ ქართველებზე, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს სახელმწიფოსთვის. დღეს ვეტერანთა დღეა შეერთებულ შტატებში, როდესაც პატივს მივაგებთ ჩვენს ჯარისკაცებს, საქართველოს ჯარისკაცებმაც გაიღეს მსხვერპლი შეერთებული შტატების მისიებში და ამისთვისაც მადლობას ვუხდი საქართველოს.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა გაზიარებულ ისტორიასა და გაზიარებულ ფასეულობებზე. ჩვენ, ასევე ვსაუბრობთ გაზიარებულ მომავალზე. გვიყვარს საქართველო, ევროკავშირი, ამიტომ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი. ეს ყველასთვის დიდი დღეა, ჩვენთვის, ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის“,-აღნიშნა ელჩმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო