პაველ ჰერჩინსკი - ბრიუსელში საქართველოს ხმა ძალიან კარგად ესმით, ახლა დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ქართველი ხალხის ნება აღასრულონ - კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველ ხალხს

ახლა არის დრო, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ქართველი ხალხის ნება აღასრულონ და იმუშაონ იმისთვის, რომ დაუახლოონ საქართველო ევროკავშირს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანების სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, თუ არის პოლიტიკური ნება და ერთიანობა, ნებისმიერი რეფორმის განხორციელება შეიძლება სწრაფ ტემპში.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეკომენდაცია, რომ მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, დაკავშირებულია შემდგომ რეფორმებთან და იმ ნაბიჯებთან, რომელიც განსაზღვრა ევროკავშირმა იმისთვის, რომ გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე. ამის გასაკეთებლად საქართველოს დასჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის გაქარწყლება. ჩემი ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება თქვენს მიმართ, რომ ეს არის დრო, რომ გაერთიანდეთ და გააერთიანოთ ძალისხმევა საქართველოს ინტეგრაციის მისაღწევად. მე არაერთხელ მინახავს როცა თქვენ ერთიანდებით. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთოთ. ევროკავშირის გაფართოებამ ბოლო წლებში, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თუ არის პოლიტიკური ნება და ერთიანობა, ნებისმიერი რეფორმის განხორციელება შეიძლება სწრაფ ტემპში და ამას ვუსურვებ საქართველოს. ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან კარგი მიზეზი რომ ვიზეიმოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება 27 წევრი ქვეყნის ლიდერების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დეკემბრის შუა რიცხვებში.

მე მიხარია, რომ 18 ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩით ვარ წარმოდგენილი აქ, ამ ქვეყნებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. აგრეთვე ძალიან მიხარია, რომ აშშ-ის ელჩი შემოგვიერთდა, რომელიც არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი, რომელიც ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას.

ხუთ კვირამდე დარჩა, სანამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული და თითოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა. იმედი მაქვს, რომ თითოეული დღე გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საქართველოს წინსვლა განხორციელდეს. ბრიუსელში საქართველოს ხმა ძალიან კარგად ესმით, ახლა არის დრო, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ქართველი ხალხის ნება აღასრულონ და იმუშაონ იმისთვის, რომ დაუახლოონ საქართველო ევროკავშირს. კიდევ ერთხელ მივულოცავ ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას და ვეუბნები დიდი მადლობას“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება