თეა ახვლედიანი - მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება - მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ჩვენს ყველა მეგობარს და მხარდამჭერს

მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემის თაობაზე, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აცხადებს.

თეა ახვლედიანის თქმით, საქართველოს სახელისუფლებო გუნდი უწყვეტად მუშაობს, რათა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა უახლოეს მომავალში რეალობად აქციოს.

„ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული და განუხრელი არჩევანია, რისთვისაც საქართველოს სახელისუფლებო გუნდი უწყვეტად მუშაობს და ახორციელებს სათანადო ძალისხმევას, რათა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა უახლოეს მომავალში რეალობად აქციოს.

სწორედ მშვიდობის განმტკიცების, სტაბილურობის და მდგრადი განვითარების პრინციპები, ეროვნული და ერთიანი ევროპული ღირებულებები ქმნის მყარ ფუნდამენტს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად და უკავშირდება ჩვენს მისწრაფებას და მზადყოფნას, რომ ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე; შევთავაზოთ მათ ახალი შესაძლებლობები და უკეთესი მომავლის პერსპექტივა ერთიან, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში, სადაც დაცულია ყველა ადამიანის ღირსება და უფლებები.

მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ჩვენს ყველა მეგობარს და მხარდამჭერს, ვინც თავისი წვლილით განაპირობა დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაფასდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა საჯარო მოხელის, ჩვენი დიპლომატების ძალისხმევა, გამართლდა ქართველი ხალხის რწმენა და შემართება“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება