ე.წ. შს მინისტრი აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შვიდ შეიარაღებულ პირს ეძებენ - გადაკეტილია სოხუმამდე მისასვლელი ყველა გზა

ოკუპირებულ აფხაზეთში შვიდ შეიარაღებულ ადამიანს ეძებენ. ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “შინაგან საქმეთა მინისტრი” რობერტ კიუტი ავრცელებს.

მისი თქმით, გულრიფშის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “ძალოვანი სტრუქტურები” შეიარაღებული ადამიანების ჯგუფს ეძებენ, მას შემდეგ, რაც ისინი ადგილობრივმა მონადირეებმა შეამჩნიეს.

კიუტმა აღნიშნა, რომ მონადირეების ცნობით, შეიარაღებული ადამიანების ჯგუფს რამე საიდენტიფიკაციო ნიშნები არ გააჩნდათ.

“ისინი უცხოური იარაღით იყვნენ შეიარაღებული, სავადაუდოდ М-4 შაშხანებით, შავ ფორმაში, ნიღბებით, ჩაფხუტებით, კარგად ეკიპირებულნი. მათ ასევე დრონი გააჩნდათ, რომელიც ტერიოტორიაზე დაფრინავდა,” - განაცხადა კიუტმა, რომელსაც აფხაზური "სპუტნიკი" ციტირებს.

კიუტმა ასევე აღნიშნა, რომ სოხუმამდე ყველა მისასვლელი გადაკეტილია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს