ოლექსი დანილოვი - ყირიმის მიმართულებით უზარმაზარი წარმატება გვაქვს - სასიამოვნო ამბები კიდევ იქნება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინას უზარმაზარი წარმატებები აქვს ყირიმის მიმართულებით.

„ახლა ჩვენ გვაქვს უზარმაზარი წარმატება ყირიმის მიმართულებით. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის განადგურებას, მათი აქტივების განადგურებას ყირიმის ტერიტორიაზე და შავი ზღვის ფლოტის განადგურებას - ეს ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი მიღწევებია,“ - აღნიშნა დანილოვმა.

მისი თქმით, ყირიმის მიმართულებით ოკუპანტებისა და მათი რესურსების განადგურებასთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბები კიდევ იქნება.

4 ნოემბერს ანექსირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა გაისმა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინელმა მფრინავებმა ქერჩის “ზალივის” გემთმშენებელი ქარხნის ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმები განახორციელეს. 4 ნოემბერს საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემი, რომელიც ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაში იმყოფებოდა, „დაზიანდა“. 5 ნოემბრის დილით ნიკოლაი ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდი - კალიბრის ფრთოსანი რაკეტების გადამზიდავი - ჩაძირეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო