ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას კონტრშეტევის გაგრძელების გეგმა აქვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა კვლავ შეეცდება ბრძოლის ველზე შედეგების მიღწევას წლის ბოლომდე და ის დარწმუნებულია, რომ კიევი, ფრონტზე არსებული სირთულეების მიუხედავად, ომში წარმატებას მიაღწევს.

„ჩვენ გვაქვს გეგმა. გვაქვს ძალიან კონკრეტული ქალაქები, ძალიან კონკრეტული მიმართულებები, საითკენაც წავალთ, სადაც განვახორციელებთ კონტრშეტევას - ყველა დეტალს ვერ გაგიზიარებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ნიუ-იორკში Reuters NEXT კონფერენციაზე ვიდეო ბმულის საშუალებით ჩართვისას.

მისი თქმით, უკრაინის არმია შეეცდება აჩვენოს შედეგი და მიაღწიოს წარმატებას მიმდინარე წლის ბოლომდე.

„მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ადამიანებს. ეს არ არის შოუ ან ფილმი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არც ერთი დღე არ დავკარგოთ. დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ, თუმცა ეს რთულია”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება