ევროპარლამენტში გამართულ სამიტზე BTU-ს პროგრამამ გაიმარჯვა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტი „500 ქალი ტექში“ ბრიუსელში, ევროპარლამენტში Emerging Europe-ის მიერ გამართულ სამიტზე, გამარჯვებულ პროგრამად Future-proof Education კატეგორიაში დასახელდა!

სამიტზე Architect of Tomorrow კატეგორიაში, საქართველოდან გამარჯვებული ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი დასახელდა.

აღნიშნულ კატეგორიაში ნომინირებული ინსტიტუციები შეფასდნენ იმ პროექტებისა და ინიციატივების ხარისხით, რომელიც ციფრულ ეპოქაში, უწყვეტი განათლებისა და სწავლების საუკეთესო გადაწყვეტილებებს სთავაზობს ბენეფიციარებს.

პროექტი „500 ქალი ტექში“ ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, კერძო სექტორის ჩართულობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ განხორციელდა.

პროექტი სხვადასხვა მიმართულებით 500 ქალის გადამზადებას ითვალისწინებდა, თუმცა უპრეცედენტო დაინტერესებიდან გამომდინარე, ჯამში 1000-მდე მონაწილე გადამზადდა. პროექტის მიზანი ტექნოლოგიების მიმართულებით ქალების გადამზადება, მათი დასაქმების ხელშეწყობა და საბოლოოდ, ტექნოლოგიების სფეროში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრაა.

მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს აღნიშნულ კონკურსში BTU-ს პროექტმა Coding School for Women ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.

კონკურსი 2018 წლიდან იმართება და ევროპის წამყვან ინსტიტუციებს შორის, სხვადასხვა ნომინაციაში ასახელებს გამარჯვებულებს.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება