ანა ბუჩუკური - ევროკომისიისგან ძალიან მკაფიო გზავნილი მივიღეთ, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია არის ქართველი ხალხის დამსახურება! მადლობა ქართველ ხალხს!

ევროკომისიისგან ძალიან მკაფიო გზავნილი მივიღეთ, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე მისი დადებითი რეკომენდაცია არის ქართველი ხალხის დამსახურება! მადლობა ქართველ ხალხს! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ხელისუფლების ვალდებულებაა, ლიდერის სტატუსი, რომელიც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე დაკარგა, დროულად დაიბრუნოს და ამ მხრივ დაკარგული დრო აინაზღაუროს.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმ ურყევი და უდრეკი ბრძოლის შედეგია, რასაც ქართველი ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებს - იმის მიუხედავად, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი ბევრჯერ გადავიხადეთ. მადლობა ქართველ ხალხს და მადლობა ევროპელ ხალხს, რადგან სირთულეების მიუხედავად, ევროპელი ხალხი ნამდვილ მეგობრებს გვერდით უდგას. ახლა თვითმიზანი უნდა იყოს, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ლიდერის სტატუსი დაიბრუნოს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ყველა შეუსრულებელი რეკომენდაცია, ასევე დამატებითი პირობები რაც შეიძლება სწრაფად შესასრულებელია", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება