ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დანაკარგები რუსეთის დანაკარგებზე მინიმუმ 5-ჯერ ნაკლებია

რუსების წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომში უკრაინის არმიის დანაკარგები მოწინააღმდეგის დანაკარგებზე გაცილებით ნაკლებია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters Hosts Interview-ს დროს განაცხადა, როდესაც კომენტარი გააკეთა ზოგიერთი უცხოელი ლიდერის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის რაოდენობა ბევრად აღემატება უკრაინას მოსახლეობის რაოდენობას და, შესაბამისად, უკრაინელი ჯარისკაცები რუსებს წინააღმდეგობას ხანგრძლივად ვერ გაუწევენ.

„ჩვენი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ ჩვენი დანაკარგები რუსებზე სულ მცირე ხუთჯერ ნაკლებია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისათვის, უკრაინის გენერალური შტაბის 9 ნოემბერს მონაცემებით, რუსებმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 308 720 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება