პირი, რომელიც თამაზ გინტურთან და ლევან დოთიაშვილთან ერთად, ლომისის ეკლესიასთან იმყოფებოდა, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს

თამაზ პაპიტაშვილი, რომელიც თამაზ გინტურთან და ლევან დოთიაშვილთან ერთად, კირბალში, ლომისის ეკლესიასთან იმყოფებოდა, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც პაპიტაშვილი აცხადებს, ის 6 ნოემბერს, 6 ადამიანთან ერთად სოფლის სასაფლაოზე იმყოფებოდა, შემდეგ კი მან, დოთიაშვილმა და გინტურმა ლომისის ეკლესიაში წასვლა გადაწყვიტეს.

პაპიტაშვილი აცხადებს, რომ ცუდად იყო და ლომისის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია ადრე დატოვა, იქ კი გინტური და დოთიაშვილი დარჩნენ.

მისივე თქმით, ადგილზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები არ დაუნახავს და სოფელში ჩამოსვლის შემდეგ, 3 გასროლის ხმა გაიგო.

„სალოცავს შემოვუარეთ. ამათ მანქანით შემოუარეს, მე ფეხით. ცუდად ვიყავი, გადავედი ტყეში. რომ გადმოვედი არავინ დამინახავს. წამოვედი და იმის მერე იქ რა მოხდა, იცის იმ ბავშვმა, ვინც იქ დაჭერილია. 3 გასროლის ხმა გავიგე. სოფელში ჩამოვედი, მერე ვინ ვნახე და ვინ არა, აღარ მახსოვს“, - აცხადებს თამაზ პაპიტაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება