პაატა მანჯგალაძე - არანაირი 12 პირობის და ახალი, დამატებითი დათქმების შემსრულებელი „ქართული ოცნება” არ არის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსზე დადებითი შეფასება პროგრესია, თუმცა „ქართული ოცნება“ დამატებითი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას არ შეეცდება.

მისივე თქმით, 2024 წლის გეოპოლიტიკურ არჩევნებში პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს, შემდგომ კი საქართველო ევროკავშირის წევრიც გახდება.

„კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებითი შეფასება არის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისა და საქართველოს გაერთიანების გზაზე. ჩვენ ვნახეთ, ერთი წელი ველოდით, არანაირი 12 პირობის და ახალი, დამატებითი დათქმების შემსრულებელი “ქართული ოცნება” არ არის.

არჩევანი მარტივია, მოდის 2024 წლის გეოპოლიტიკური არჩევნები, ვისაც უნდა ევროპა, ვისაც უნდა უსაფრთხოება და განვითარება ის მხარს დაუჭერს ოპოზიციას, ვისაც უნდა სიღარიბე, კორუფცია, მეტი რუსეთი და რუსული ჭაობი - მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას”.

მე მჯერა, როგორც 33 წლის წინ ქართველმა ხალხმა ჯერ აირჩია ეროვნული ხელისუფლება და შემდეგ მხარი დაუჭირა საქართველოს თავისუფლებას, ზუსტად ასე მოხდება ახლაც, ჯერ გაიმარჯვებს პროდასავლური ძალები ანუ ეროვნული ოპოზიცია და შემდეგ გავხდებით ევროკავშირის წევრი”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება