ევროკომისია სტატუსის მისაღებად საქართველოს 9 რეკომენდაციით მიმართავს

ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ დასკვნაში ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს იმ პირობით, რომ ქვეყანამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.

ამ კუთხით ევროკომისია ჯამში საქართველოს 9 რეკომენდაციით მიმართავს:

  • ებრძოლოს დეზინფორმაციას და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებს ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე;
  • გააუმჯობესოს საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან;
  • გადადგას შემდგომი ნაბიჯები პოლიტიკური პოლარიზაციის მოსაგვარებლად, მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიური მუშაობის გზით, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის საკითხებზე.
  • უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს და სრულად გაითვალისწინოს „ეუთო/ოდირის“ რეკომენდაციები. დაასრულოს საარჩევნო რეფორმები, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლების უზრუნველყოფა, არჩევნების დღემდე საკმაოდ ადრე;
  • განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებში, უზრუნველყოს ძირითადი ინსტიტუტების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის;
  • დაასრულოს და განახორციელოს სასამართლოს ჰოლისტიკური და ეფექტური რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული შესრულებითა და გამჭვირვალე ინკლუზიური პროცესის სრული დაცვით.
  • მეტად უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა. გაითვალისწინოს ამ ორგანოების მიმართ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. შექმნას ძლიერი გამოცდილება კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულების საქმეების გამოძიებაში;
  • გააუმჯობესოს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციისადმი მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, რომელშიც ჩართული არიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება.
  • გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები იმ მოწყვლადი ჯგუფების, მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ მუქარის შემთხვევაში და პასუხი აგებინოს ძალადობაში მონაწილეებსა და მის ორგანიზატორებს. კონსულტაციები გაიაროს სამოქალაქო საზოგადოებასთან და საშუალება მისცეს მათ ჩართვას საკანონმდებლო და პოლიტიკის კეთების პროცესებში, უზრუნველყოს მათი თავისუფალი მუშაობა.
ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება