დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის მონაწილეებმა შედეგები შეაჯამეს

დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის მონაწილეებმა განვლილი დღეების შედეგები დასკვნით ღონისძიებაზე შეაჯამეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წარმოდგენილი იყო შემაჯამებელი პრეზენტაციები და მოსაზრებები. ხელი მოეწერა გარემოსდაცვით დეკლარაციას, რითაც მონაწილეებმა გამოხატეს მზაობა, შეასრულონ სამიტის ფარგლებში გაჟღერებული რეკომენდაციები.

მთავარმა მომხსენებლებმა, Goldman Environmental Prize-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ სატონმა და Jurney with Purpose-ის დამფუძნებელმა, დუნკან გროსარტმა ყურადღება გაამახვილეს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის საკითხებზე; ასევე, დაცული ტერიტორიების როლზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, განვლილი სესიების შეჯამებისას, მადლობა გადაუხადა მონაწილეებს ჩართულობისა და აქტიურობისთვის და აღნიშნა, რომ სამიტზე სესიების და კონკრეტული პანელების ფარგლებში განხილული საკითხები და მიღებული შედეგები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დაცული ტერიტორიების მართვის მეთოდების დახვეწაში, მათ კონსერვაციასა და განვითარებაში, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„სამიტი კიდევ ერთი მიზეზის გამო არის უპრეცედენტო: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეგიონის - კავკასიის, ასევე, აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში, ყველანი ერთად არასდროს დავმსხდარვართ მრგვალ მაგიდასთან და, შესაბამისად, ერთობლივად არ გვიმსჯელია ჩვენი საერთო გამოწვევების შესახებ. შესაბამისად, მინდა მივმართო მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებსა და არა მარტო მათ: ამაყი ვარ, რომ დღეს ბორჯომის სამიტმა შეგვკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეგიონი არც ისე დიდია, გვაქვს მრავალფეროვანი ეკოსისტემა და მრავალფეროვანი გამოცდილება. დღეს ჩვენ ერთმანეთს ამ გამოცდილებას სიამოვნებით ვუზიარებთ“, - აღნიშნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება