არჩილ თალაკვაძე - გამოდის, რომ პრეზიდენტი თავის თავს ერთ-ერთ პოლუსად აიდენტიფიცირებს, ამბობს, რომ პოლარიზაციაში არის ერთ-ერთი მხარე

გამოდის, რომ პრეზიდენტი თავის თავს ერთ-ერთ პოლუსად აიდენტიფიცირებს, ამბობს, რომ პოლარიზაციაში არის ერთ-ერთი მხარე,- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ პარიზში „მშვიდობის ფორუმს“, რომელსაც თავად ესწრება, დაიგეგმა რომ პრემიერიც დაესწროს და ეს გამოვა „დეპოლარიზაციის მაგალითი“.

თალაკვაძე აცხადებს, რომ პრემიერი ევროპაში რომელიმე პოლუსს არ წარმოადგენს.

„მე არ მომისმენია ეს განცხადება, მაგრამ თუ ეს მართლა თქვა, გამოდის, რომ პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით არის ზეპარტიული, უნდა იყოს პოლიტიკის მაკონსოლიდირებელი, შეთანხმებების მხარდამჭერი, გამოდის, რომ თავის თავს ერთ- ერთ პოლუსად აიდენტიფიცირებს, ანუ ამბობს, რომ პოლარიზაციაში არის ერთ- ერთი მხარე, ასე გამოდის ამ განცხადებით. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ საქართველოსთან ან ჩვენს საზოგადოებასთან რაიმე პოლარიზაციაში ვართ. არ მივიჩნევთ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალთან რაიმე პოლარიზაციაში ვართ და არ მიგვაჩნია, რომ როცა ევროპაში ჩავდივართ, წარმოვადგენთ რომელიმე პოლუსს. ევროპაში პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს და საქართველოს ინტერესებს და ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, პარიზში „მშვიდობის ფორუმს", რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ესწრება, დაიგეგმა რომ პრემიერიც დაესწროს.

„ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი - როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება, ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიდ გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება