თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მე-17 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ხულუტის ციხე-დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის, მე-17 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ხულუტის ციხე-დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები სამ ეტაპად მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც მარნის სამხრეთით გალავნის დაზიანებული ნაწილი აღდგა და საკონსერვაციო ფენა გაკეთდა; გალავნის ერთ მონაკვეთზე აღდგა ღიობები, სათოფურები და სამზერები; ასევე სრულად აღდგა ციხე-დარბაზის ცალკეული კოშკების, გალავნის, მარნის და ციხის საიდუმლო გვირაბი; სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ძირითადად რვასართულიან კოშკზეც, რომლის ფარგლებშიც, მოხდა სართულშუა გადახურვები, აღდგა კიბეები და გამაგრდა კოშკის საკვამური.

„ვიზიტორების უსაფრთხო გადაადგილებისთვის კოშკთან ასასვლელი ბილიკი მოეწყო და ლითონის მოაჯირი დამონტაჟდა.

ახლად რეაბილიტირებული ციხე-დარბაზის პრეზენტაციაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ XVII-XVIII საუკუნის პერიოდის საბრძოლო იარაღებს, სამოსსა და ეთნოგრაფიულ მასალას. „ქართული იარაღის მუზეუმის“ მიერ წარმოდგენილი ექსპოზიცია საზოგადოებას ეთნოგიდებმა წარუდგინეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” წევრების ინიციატივითა და კომპანია „არემჯის“ დაფინანსებით განხორციელდა.

რეაბილიტირებული ციხე-დარბაზი ადგილზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, “საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” წევრებმა, კომპანია “არემჯის” წარმომადგენლებმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მოინახულეს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება