ირაკლი ჩიქოვანი - ოპოზიციის განცხადებები, რომ საქართველო „ქართული ოცნების" პირობებში ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, სიცრუეა - 2024 წლის არჩევნები გვანახებს, რომ მოქალაქეები ევროპულ გზასა და ქვეყნის განვითარებას „ქართულ ოცნებას" ანდობენ

ოპოზიციის განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველო "ქართული ოცნების" პირობებში ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდება, მტკნარი სიცრუე და ტყუილია - 2024 წლის არჩევნების შედეგები გვანახებს, რომ ჩვენი მოქალაქეები ევროპულ გზასა და ქვეყნის განვითარებას "ქართულ ოცნებას" ანდობენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ოპოზიციამ ძალიან დიდი მონდომება და ფინანსური რესურსები დახარჯა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო და ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის ფონზე, საკუთარი წარუმატებლობის გადაფარვას ცდილობენ.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეფორმები, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს მიმართულია იმისკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის თავსებადობა ევროპულ კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან, რომელიც ევროკავშირშია. შედეგად ქვეყანას დღეს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია აქვს, რომელიც დარწმუნებული ვართ, რომ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსად გაფორმდება. ქვეყანას ბოლო 11 წლის განმავლობაში აქვს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და დღეს უკვე დადებითი რეკომენდაცია.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა ისეთ ფაზაში შედის, რომლის პერიოდშიც ბევრი საკითხი იქნება, რაზეც ჩვენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან შეთანხმება და გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს, რაც განგრძობადი პროცესია. იქნება არა მხოლოდ ცხრა, არამედ 19, 90 და 190 საკითხი, რომელიც ასოცირების დღის წესრიგით იქნება გათვალისწინებული. ჩვენ ამ საკითხების შესრულებას ზუსტად ისე გავაგრძელებთ, როგორც აქამდე, ასოცირების დღის წესრიგს ვასრულებთ დადებითად და მაღალი მაჩვენებელი გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება