შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად „თიბისი“ USAID-თან თანამშრომლობს

3 აგვისტოს, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დასაძლევად და დაზარალებულთა დასახმარებლად, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამამ, თიბისისთან პარტნიორობით, ონის მუნიციპალიტეტის გლოლას თემში მიკრო და მცირე საწარმოების ხელშესაწყობად საგრანტო კონკურსი ჩაატარა.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თიბისი“ საგრანტო პროექტების საერთო ღირებულების 20%-ს (55 000 ლარი) დააფინანსებს. აღნიშნული თანხა გადაირიცხება, „თიბისი ბანკში“ შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად, შექმნილი საქველმოქმედო ანგარიშიდან. შოვის სტიქიური უბედურების შემდეგ, აღნიშნულ საქველმოქმედო ანგარიშზე, 700 000-მდე ლარი შეგროვდა. აქედან 500 000 ლარი „თიბისიმ“ ჩარიცხა, 200 000 ლარი კი, ინდივიდუალური პირების, ორგანიზაციებისა და კომპანიების დონაციებია.

„საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სოფელ გლოლაში მოქმედი ისეთი ტიპის ბიზნესების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები და განთავსების სერვისის მიმწოდებლები, კვების ობიექტები, ტურისტული სერვისების მიმწოდებლები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და სურსათის მწარმოებლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება