გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროექტის - „ბავშვები თანასწორობისათვის“, გამარჯვებული მოსწავლეები ევროტურიდან დაბრუნდნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროექტის - „ბავშვები თანასწორობისათვის“, გამარჯვებული მოსწავლეები ევროტურიდან დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უპრეცედენტო პროექტი - „ბავშვები თანასწორობისათვის“, რომელიც გრუნიმ მოსწავლეებისათვის განახორციელა, მიზნად ისახავდა საზოგადოებაში თანასწორობის უფლების განმტკიცებას; მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობას; თანასწორობის უფლების დაცვისა და განვითარების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობას; მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას.

„პროექტის გამარჯვებული მოსწავლეები: ანა შამათავა, ნინი ქათამაძე - სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებელი სკოლა-გიმნაზია, პროექტი: „მეტი გრუნი სენაკის მუნიციპალიტეტსა და აფხაზეთში“; სესილი დავლაძე, მარიამ შარაშენიძე - ზესტაფონის №5 საჯარო სკოლა, პროექტი: ფორუმ-თეატრი „მომავალი ძალადობის გარეშე“; სალომე ხურცილავა, მარიამ დათიაშვილი - რუსთავის მე-18 საჯარო სკოლა, პროექტი: „ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას“; გრიგოლ უსუფაშვილი - თბილისის 162-ე საჯარო სკოლა.

ევროპული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ბრიუსელს ესტუმრნენ. შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის მთავარ ინსტიტუციებში, მათ შორის, ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურში, სადაც ახალგაზრდები ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, გაეცნენ მათ ძირითად და მიმდინარე საქმიანობას, ევროკავშირის პრიორიტეტებსა და ინიციატივებს.

შეხვედრები გაიმართა, ასევე ევროკავშირის გაფართოების, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჰიბრიდული საფრთხეების თემატიკაზეც.

გრუნი შემდგომ წარმატებას უსურვებს თითოეულ მათგანს და აგრძელებს პროექტს საუკეთესო და კრეატიული ახალგაზრდების გამოსავლენად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება