ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ რაც უფრო შორს წავალთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ახალ-ახალი რეკომენდაციები და უფრო მეტი სექტორული საშინაო დავალება გაჩნდება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს

„ჩვენ ქვეყანას მივაქანებდით რუსეთისკენ" და უცებ, კანდიდატის სტატუსით აღმოვჩნდით ევროკავშირში, ასეთი ჯადოქრები ვართ, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, არის საკითხები ახალ რეკომენდაციებში, რაც იყო 12 რეკომენდაციაშიც და „ქართული ოცნება" მას შეასრულებს. დეპუტატის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მოამზადებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანა 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ევროკომისიის დასკვნაში თვალსაჩინოდ წერია, ევროკომისიამ გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთვის რეკომენდაცია გაეწია, ქვეყნის პროგრესის გათვალისწინებით მიიღო. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელიც ძველი რეკომენდაციებიდან გადმოჰყვა, თუმცა უკვე ახალ რეალობაში ვცხოვრობთ, რადგან 12 რეკომენდაცია აღარ არსებობს და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად არის ეს ახალი რეკომენდაციები. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ რაც უფრო შორს წავალთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ახალ-ახალი რეკომენდაციები და უფრო მეტი სექტორული საშინაო დავალება გაჩნდება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ეს ემსახურება ჩვენი სტანდარტების დაახლოებას ევროკავშირთან. ვინ შეასრულებს? - რა თქმა უნდა, ამას შეასრულებს მთავრობა და ხელისუფლება. კარგი იქნება, თუ ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულებაში ჩაერთვება, ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი მაინც და მაინც აღფრთოვანებულები და მოწადინებული არ არიან, ჩვენ ამაში დაგვეხმარონ.

ამ ყველაფერს ბრჭყალებში ვამბობ - ჩვენ ქვეყანას მივაქანებდით რუსეთისკენ და უცებ, კანდიდატის სტატუსით აღმოვჩნდით ევროკავშირში, ასეთი ჯადოქრები ვართ, ყველას გატყუებთ, თვალს გიხვევთ. ასე გვინდა, შეცდომაში შეგიყვანოთ და გაჩვენებთ, რომ რუსეთისკენ მივდივართ და უცებ ევროკავშირში აღმოვჩნდებით. დღეს საქართველოს ასეთი სასწაულმოქმედი ხელისუფლება ჰყავს. თუ ეს ყველაფერი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობამდე მიგვიყვანს, ამ ჯადოქრობას გავაგრძელებთ.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება ვერც წელს, ვერც 2024- ში და ვერც 2025- ში. ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ როცა მომავალი გაფართოება მოხდება და ღიად საუბრობს ევროკავშირიც, რომ მოხდება 2030 წელს, სწორედ ეს არის ჩვენი ორიენტირი. ამიტომ დღეს ვინც ვართ მთავრობაში და პარლამენტში, ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი, მაგრამ მოვამზადებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა 2030 -ში გახდეს ევროკავშირის წევრი, ვინ იქნება ამ დროს ხელისუფლებაში, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი.

ჩვენ მეთოდურად გავყვებით ამ რეკომენდაციებს, მოვახდენთ მათ რეალიზებას, რა თქმა უნდა, ეს არ დასრულდება არჩევნებამდე, არჩევნების მერეც გაგრძელდება ამ საკითხებზე მუშაობა, ოპოზიციის ბრალდებები როგორც აქამდე იყო უსუსური, ისეთივე დარჩება,"- განაცხადა სამხარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება