საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში Nielsen-ის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის ფარგლებში, საქართველოში თამბაქოს პროდუქციის არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით, საერთაშორისო კვლევითი კომპანია Nielsen-ის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევის წარდგენას ბიზნესისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაში მომხსენებლად მონაწილეობდა დანიელ მარაჩინეანუ, მოწვეული ექსპერტი რუმინეთიდან, რომელმაც აუდიტორიას გაუზიარა თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა.

„კვლევა მოიცავს საქართველოში არაადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილ პროდუქციასთან დაკავშირებულ 2023 წლის პირველი კვარტლის ძირითად ტენდენციებს.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოში არაადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქო 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2023 წლის პირველ კვარტალში 1.3 პროცენტული ერთეულით შემცირდა, ხოლო 2021 წლის პირველ კვარტალთან მიმართებით 2.2 პროცენტული ერთეულით არის გაზრდილი. რეგიონების მიხედვით ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება ზუგდიდში (76%), ახალქალაქში (37%) და ბათუმში (24.5%)“, - აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება