ნიკოლოზ სამხარაძე - კუდები მოუჩანთ ევროპარლამენტარებს - კუბილიუსს, ფოტიგას თუ სხვებს - აღარ ვაქცევთ ყურადღებას, არ გვაინტერესებს

კუდები მოუჩანთ ამ ევროპარლამენტარებს - კუბილიუსს, ფოტიგას თუ სხვებს, იმ რამდენიმე ოდიოზურ ევროპარლამენტარს, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ კარგად გაიცნო, ამ ტექსტებით ამარაგებენ საქართველოდან , - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, მათი განცხადებებიდან კარგად ჩანს მათი კავშირი "ნაციონალურ მოძრაობასთან", "ლელოსთან" და "სტრატეგია აღმაშენებელთან."

"ძალიან უსუსური მცდელობაა იმის თქმა, რომ "ქართულ ოცნებას" არ გაუხარდა, მე არ მგონია, რომ სერიოზულად შეიძლება ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. მართლა ვფიქრობ, რომ ასეთ სისულელეებზე პასუხის გაცემაც არ ღირს. კუდები მოუჩანთ ამ ევროპარლამენტარებს. მათი განცხადებებიდან გამომდინარე, ძალიან ნათლად ჩანს, საიდან იკვებებიან და საიდან იღებენ ინფორმაციას. როცა მათი განცხადება ერთი -ერთში ემთხვევა იმ განცხადებას, რომელიც აქ კეთდება, თავისთავად ნათელია, რომ კუბილიუსს, ფოტიგას თუ სხვებს, იმ რამდენიმე ოდიოზურ ევროპარლამენტარს, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ კარგად გაიცნო, ამ ტექსტებით ამარაგებენ საქართველოდან. ამიტომ აღარ ვაქცევთ ყურადღებას, არ გვაინტერესებს, რას და როგორ ამბობენ. კუდები მოუჩანთ, ვგულისხმობ იმას, რომ კარგად ჩანს მათი კავშირი ადგილობრივ ოპოზიციონერ ძალებთან, ვინც არიან რადიკალურ ოპოზიციაში, ვინც დადიოდნენ მთელი ეს თვეები ბრიუსელში და ითხოვენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ. ესენი არიან "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი", - განაცხადა სამხარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება