ხობში ტრადიციული მარულა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საცხენოსნო სპორტში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან, 9 ცხენოსანი მონაწილეობდა.

„მარულაში გამარჯვებულ პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ცხენოსნებს თასები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. I ადგილი - თემურ კუპრაძე (ახალსოფელი) II ადგილი - ბეჟან არახამია (ხეთა), III ადგილი - დიტო ხურცილავა (ხეთა) სპორტულ შეჯიბრებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

ღონისძიება, რომელიც მარულას ტრადიციის აღდგენას და პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად, მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება